ახალი ამბები
შიმშილობის მეორე დღე - ჭიათურაში პროტესტი გრძელდება
FaceBook
ჭიათურის შპს "ჯორჯიან მანგანეზის" სამთო გამამდიდრებელ კომბინატის თანამშრომლები პროტესტს აგრძელებენ.
უკვე მესამე დღეა 200-მდე მუშა შრომის პირობების გაუმჯობესების მიზნით სამუშოს არ უბრუნდება. 15 მათგანმა შიმშილობა 17 მაისს დაიწყო. მაღაროელების თქმით, შიმშილობას მანამდე გააგრძელენ, ვიდრე  მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. გაფიცული მაღაროელების მოთხოვნა კი, ხელფასების 50 % გაზრდა, ჯანდაცვისა და შრომის პირობების გაუმჯობესება და ქალაქში ეკოლოგიური ვითარების გამოსწორებაა. 

"ვიბრძოლებთ მიზანდასახულად რომ მივაღწიოთ ჩვენს შედეგს. გადავკეტეთ გზა მხოლოდ კომპანიის სატვირთო მანქანებისთვის გადადგილების საშუალება რომ არ მიგვეცა, რაღაც ხრიკებით მაინც ახერხებენ გადაადგილებას, მაგრამ მაინც აღმოვფხვრით", - ამბობს რომან კუპატაძე. 

შპს "ჯორჯიან მანგანეზის" სამთო გამამდიდრებელ კომბინატში ე.წ ვახტური რეჟიმით მომუშავე მაღაროელებმა გაფიცვა მიმდინარე წლის 15 მაისს დაიწყეს. 16 მაისს გამართული შეხვედრა მაღაროელებსა და კომპანიის ადმინისტრაციას შორის კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. უშუდეგო აღმოჩნდა 17 მაისის მოლაპარაკებაც, რომლის შემდეგც ჭიათურის მაღარომ საწარმოო პროცესი შეაჩერა.



ამავე თემაზე:


ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ

"არ გავჩერდებით" - ჭიათურელი მაღაროელები

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები და კომპანია ვერ შეთანხმდნენ

კალაძე გაფიცულ მაღაროელებს: ყველა საკითხის გადაწყვეტა დღესვე დაიწყება

ჭიათურის მაღარომ წარმოება შეაჩერა

ჭიათურაში მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს

Print