ახალი ამბები
ჭიათურაში მაღაროელებმა შიმშილობა დაიწყეს
FaceBook
ჭიათურის შპს "ჯორჯიან მანგანეზის" სამთო გამამდიდრებელ კომბინატის 15 თანამშრომელმა შიმშილობა დაიწყო. 

მაღაროელების თქმით, შიმშილობას მანამდე გააგრძელენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

გაფიცული მაღაროელების მთავარი მოთხოვნა  ხელფასების 50 % გაზრდა, ჯანდაცვისა და შრომის პირობების გაუმჯობესება და ქალაქში ეკოლოგიური ვითარების გამოსწორებაა.

"ჩვენ აქ ცილი დაგვწამეს, თითქოს ვიღაცასთან ვიყავით შეკრულები და ვიღაცამ ხმა აგვამაღლებინა, რაც არ არის სწორი. მშრომელი ადამიანები ვართ და ვიმსახურებთ ელემენტარულ დაფასებასა და პატივისცემას", - ამბობს ერთ-ერთი მოშიმშილე, არჩილ ჭუმბურიძე.

შპს "ჯორჯიან მანგანეზის" სამთო გამამდიდრებელ კომბინატში ე.წ ვახტური რეჟიმით მომუშავე მაღაროელებმა გაფიცვა მიმდინარე წლის 15 მაისს დაიწყეს. 16 მაისს გამართული შეხვედრა მაღაროელებსა და კომპანიის ადმინისტრაციას შორის კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. უშუდეგო აღმოჩნდა 17 მაისის მოლაპარაკებაც, რომლის შემდეგც ჭიათურის მაღარომ საწარმოო პროცესი შეაჩერა.




ამავე თემაზე:


ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ

"არ გავჩერდებით" - ჭიათურელი მაღაროელები

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები და კომპანია ვერ შეთანხმდნენ

კალაძე გაფიცულ მაღაროელებს: ყველა საკითხის გადაწყვეტა დღესვე დაიწყება

ჭიათურის მაღარომ წარმოება შეაჩერა
Print