ახალი ამბები
ქუთაისის #2 და #22 საჯარო სკოლებში დირექტორები აირჩიეს
FaceBook
განათლების სამინისტოს მიერ წარდგენილი კანდიდატები საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებმა აირჩიეს.

ქუთაისის #2 და #22 საჯარო სკოლებში დირექტორები აირჩიეს. განათლების სამინისტოს მიერ წარდგენილი კანდიდატები საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებმა აირჩიეს.
საბჭოს წევრთა სრული მხაარდაჭერის შედეგად, #22 სკოლის დირექტორი ნინო ელბაქიძე გახდა, რომელიც მანამდე ქუთაისის #14 სკოლის პედაგოგი გახლდათ.
რაც შეეხება #2 საჯარო სკოლას, დირექტორის პოზიციაზე სამეურვე საბჭომ მურად ჯიშკარიანი აირჩია, რომელსაც 10 წევრიდან მხარი რვამ დაუჭირა. მურად ჯიშკარიანი ქუთაისის #28 სკოლის დირექტორი გახლდათ.
ახლად არჩეული სკოლის დირექტორები მოვალეობის შესრულებას სასწავლო წლის დაწყებისთვის შეუდგებიან.
დეა მანაგაძე

Print