ახალი ამბები
"ჯორჯიან მანგანეზი": მაღაროელების გაფიცვა გარე ძალების მიერაა მართული
FaceBook
ჯორჯიან მანგანეზი ჭიათურაში მუშების გაფიცვას განცხადებით ეხმაურება და გარე ძალების მიერ მართულს უწოდებს.
კომპანიის ცნობით, მუშები საკვების ხარისხის გაუმჯობესებას ითხოვდნენ. 

„ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელმა პირებმა თანამშრომლებთან მოლაპარაკება წუხელვე დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ „ჯორჯიან მანგანეზისგან“ დასახელებული მოთხოვნების გადახედვის პირობა მიიღეს, დღეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე მაინც უარი განაცხადეს და მოთხოვნები შეცვალეს. ამასთან, კომპანიის ხელმძღვანელობასთან ახალ მოთხოვნებთან დაკავშირებით მოლაპარაკება არ ისურვეს და ქუჩის საპროტესტო აქციის გამართვის გადაწყვეტილება მიიღეს. გამომდინარე აქედან, „ჯორჯიან მანგანეზი“ მიიჩნევს, რომ ჭიათურაში, დღეს მიმდინარე პროცესები გარე ძალების მიერ არის მართული და მიზნად ისახავს, ჭიათურაში დაგეგმილი შუალედური არჩევნების პერიოდში მუშა-მოსამსახურეების გამოყენებას, რაც „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ კატეგორიულად მიუღებელია.

შპს "ჯორჯიან მანგანეზის" სამთო გამამდიდრებელ კომბინატში ე.წ ვახტური რეჟიმით მომუშავე მაღაროელებმა გაფიცვა მიმდინარე წლის 15 მაისს დაიწყეს. ისინი ხელფასის გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.


ფოტო: ჭიათურის პირველადი პროფკავშირეული ორგანიზაცია

ამავე თემაზე:

ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ
Print