მორბენალი სტრიქონი
ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ
FaceBook
ჭიათურაში შპს "ჯორჯიან მანგანეზის" სამთო გამამდიდრებელ კომბინატში ე.წ ვახტური რეჟიმით მომუშავე მაღაროელებმა გაფიცვა დაიწყეს.

ინფორმაციას ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, მაღაროელები ხელფასის გაზრდას და  სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. 

"გუშინ დილით ადგილზე მივიდნენ ჩვენი წარმომადგენლები, სადაც დახვდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მიმდინარეობდა ხალხთან საუბარი სამთო გამამდიდრებელი კომბინატის გენერალურ დირექტორთან  აკაკი გურჯიძესთან. მაღაროელებთან საუბრისას ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება და მაღაროელებმა გადაწყვიტეს გაფიცვის გაგრძელება", - აცხადებენ პროფკავშირში.

მათივე თქმით, აქცია, სავარაუდოდ, ტრესტის წინ გადაინაცვლებს.

მაღაროელებმა გაფიცვის შესახებ გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 15 მაისს მიიღეს. 



Print