ახალი ამბები
პროფკავშირები ტყიბულის შახტზე დადებული დასკვნის გასაჯაროებას ითხოვენ
FaceBook
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ტყიბულის მინდელის სახელობის შახტზე საექსპერტო კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნის დაუყოვნებლივ გასაჯაროებას მოითხოვს.
ისინი ტყიბულის ნახშირმომპოვებელ საწარმოსთან დაკავშირებული ყველა პროცესის გასაჯაროებასა და ამ პროცესებში საქართველოს პროფკავშირების ჩართულობის უზრუნველყოფას მოითხოვენ. 

სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მიერ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე საერთაშორისო გამოცდილების მქონე საექსპერტო კომპანია შეირჩა, რომელიც შახტებზე შრომითი რისკების შეფასებას რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებდა. პროფკავშირების თქმით, 2018 წლის ბოლოს შესაბამისი დასკვნაც დადო. 

"ასევე საგულისხმოა, რომ საქართველოს პროფკავშირების მოთხოვნით, მეშახტეებს იძულებითი მოცდენის მთელ პერიოდზე შრომის ანაზღაურება ეძლეოდათ.  სამწუხაროდ, ჯანდაცვის სამინისტროს, გერმანული საექსპერტო კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნა დღემდე არ გაუსაჯაროვებია. არც ის არის ცნობილი რა წერია დასკვნაში და არც ის არის ცნობილი როგორი საინჟინრო გადაწყვეტა იქნა ნაპოვნი ნახშირმოპოვების გასაგრძელებლად ისე, რომ მინიმალიზებული იქნას შრომითი რისკები და საფრთხეები. მიუხედავად, ყოველივე ზემოთთქმულისა, 2019 წლის აპრილის ბოლოდან, მეშახტეებს შეუზღუდეს კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის უფლება, ხოლო GIG ჯგუფის წარმომადგენლები საუბრობენ იმაზე, რომ მაისის თვეში ნახშირმოპოვების დაწყება იგეგმება უკრაინული ჯგუფის ოპერირების ქვეშ. მათივე განცხადებით გაუქმდება ძიძიგურის შახტის ადმინისტრაციული კორპუსი და ინფრასტრუქტურა, მეშახტეები ძიძიგურის შახტაზე იმოძრავებენ მინდელის შახტიდან სავენტილაციო გვირაბის გავლით და რომ საბოლოო ჯამში 250-მდე ადამიანის შემცირება იგეგმება. ეს ყველაფერი კი ხდება იმ ფონზე, რომ ცნობილი არ არის რა წერია გერმანელი ექსპერტების მიერ მომზადებულ დასკვნაში, რა რეკომენდაციები იქნა გაცემული რისკებისა და საფრთხეების შესამცირებლად და რა სამუშაოები განახორციელა ოპერატორმა კომპანიამ რეკომენდაციების შესასრულებლად. ასევე, უცნობია კომპანიის მიერ დაანონსებული რეორგანიზაციის გეგმა, დაუსაბუთებელია მისი მიზაშეწონილობა და უცნობია რეორგანიზაციის სამართლებრივი ასპექტებიც", - აცხადებენ პროფკავშირში.

შახტში სამუშოები 11 თვის წინ, მას შემდეგ შეჩერდა, რაც გასული წლის ივლისში სამუშაოებზე უბედურ შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა. სწორედ ამის შემდეგ იქნა ჩამოყვნილი გერმანელი ექსპრტები, რომლებსაც შახტის უსაფრთხოებაზე დასკვნა უნდა დაედოთ.
Print