ახალი ამბები
მთავარი პროკურატურის მიმართვა მოქალაქეებს
FaceBook
საქართველოს მთავარი პროკურატურა საზოგადოებას მიმართავს პროკურატურასთან ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა მხოლოდ და მხოლოდ ოფიციალური მიმოწერის გზით აწარმოონ.

უწყება მოქალაქეებს აცნობებს, რომ ყველა სხვა საეჭვო გარემოების არსებობის შემთხვევაში, აცნობონ საქართველოს პროკურატურის გენერალურ ინსპექციას ან პროკურატურის ნებისმიერ დანაყოფს.
"ბოლო პერიოდში პროკურატურა აქტიურად მუშაობს არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე, რომლებზეც გამოვლენილნი ან ჯერ კიდევ გამოძიების და დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან მოქალაქეები, რომლებიც პროკურატურის სახელით, თითქოსდა საქმეებზე საპროცესო გარიგებების დადების პირობით, ისედაც გაჭირვებაში მყოფ მოქალაქეებს თაღლითურად სძალავენ დიდი ოდენობის თანხებს," - ნათქვამია მიმართვაში.
მთავარი პროკურატურამ აღნიშნულ მიმართვას თაღლითობის ფაქტზე, მოქალაქის ნანა გეწაძის დაკავების შემდეგ გაავრცელა.
პროკურატურის ინფომაციით, ბოლო პერიოდში პროკურატურა აქტიურად მუშაობს არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე, რომლებზეც გამოვლენილნი ან ჯერ კიდევ გამოძიების და დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან მოქალაქეები, რომლებიც პროკურატურის სახელით, თითქოსდა საქმეებზე საპროცესო გარიგებების დადების პირობით, ისედაც გაჭირვებაში მყოფ მოქალაქეებს თაღლითურად სძალავენ დიდი ოდენობის თანხებს.
ამჟამად საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილი ,,ბ" ქვეპუნქტით, რაც თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ითვალისწინებს.


Print