ახალი ამბები
ქუთაისიპოსტის მასალამ "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი"-ს მედია-კონკურსში გაიმარჯვა
FaceBook
ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ მეირ გამოცხადებულ მედია-კონკურსში თემაზე: „ფსიქიკური ჯანმრთელობა და საზოგადოება“ ქუთაისიპოსტის მასალამ საპრიზო ადგილი მოიპოვა.
ანა ჯანაშიასა და ლანა კოკაის ერთობლივმა მასალამ, სახელწოდებით "გამარჯობა, ეს მე ვარ!",  ხონში არსებული ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან გაიმარჯვა ნომინაციაში "საუკეთესო პუბლიკაცია ონლაინ მედიაში". 

ქუთაისიპოსტის გარდა საპრიზო კატეგორიებში გაიმარჯვა მედია გამოცემა "ლიბერალისა" და რადიო "თავისუფლების" მასალამ. 

ჟიურის წევრები იყვნენ მედია ექსპერტი ზვიად ქორიძე და ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი.

კონკურსი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ჩატარდა: „MH2R – ფსიქიკური აშლილობების და ფსიქო-სოციალური ნიშნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების მხარდაჭერა საქართველოში“, რომელსაც ახორციელებს ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“ პარტნიორებთან ერთად: „ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“, „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და „ჰელსინკის ადამიანის უფლებათა ფონდი“ (ვარშავა).
Print