ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტმა ერასმუსის სტიპენდია მოიპოვა
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწფი უნივერსიტეტის სტუდენტა მირანდა ბეჭვაიამ ერასმუს მუნდისის სტიპენდია მოიპოვა. ერასმუს მუნდუსის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა წარმოადგენს,ევროპის რამდენიმე ქვეყნის,უნივერსიტეტების მიერ ერთობლივად შემუშავებულ პროგრამას. ,,რამდენიმე წელია ჩემს ინტერესის სფეროს წარმოადგებდა ეს პროგრამა,ეტაპობრივად ვემზადებოდი კონკურენციისთვის", - ამბობს  მირანდა.

ერასმუს მუნდუსის სტიპენდია გულისხმობს თვეში 1000 ევროს, პროგრამა ასევე ფარავს სწავლის, ვიზის,დაზღვევის და მგზავრობის საფასურს.

მირანდა ევროპულ საჯარო პოლიტიკას ორ უნივერსიტეტში დაეუფლა ცენტრალურ ევროპის (Central European University უნგრეთი) და ორკის უნივერსიტეტში (University of York დიდი ბრიტანეთი) .

მირანდა ბეჭვაია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალური მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტია,ის პირველი კურსიდან სახელმწიფო უნვერსიტეტის სტიპენდიანტიცაა.


ავტორი: თიკო ჩაკვეტაძე
Print