ახალი ამბები
ქუთაისის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება
FaceBook

“სოკარ გაზის” ინფორმაციით, ქუთაისის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება.

“სოკარი” აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზად გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებს ასახელებს.

გაზით მომარაგება ადგილობრივებს 14 მაისს, 00:30-დან 18:00 საათამდე შეეზღუდება. გაზმომარაგება ქუთაისთან ერთად ხონსა და ხარაგაულშიც შეწყდება.

შეზღუდვები ქუთაისის, ხონის და ხარაგაულის შემდეგ ქუცებს შეეხება: ავტომშენებლის №1, 2, 4ა, 6, 8, 10, 12; ზ. ჭავჭავაძის, ანა კალანდაძის, არჩილ კოსტავას, ბაღდათის, ბელიაშვილის, ბრეგაძის, ნიკოლაძის, გაგრის, გორა საქუსლიას, გუნიას, დედაენის, დოდო აბაშიძის, ვეფხისტყაოსნის, ზურაბ კუხიანის, თამარაშვილის, თერჯოლის, ხვიჩიას, კოლხეთის, ლებანიძის, მ. მაჭავარიანის, მაჩაბელის, სულაბერიძის, ქორქიას, ოჩამჩირის, პოზნანის, ჟიტომირის, ჭიაურელის, სააკაძის, სამტრედიის, საჩხერის, ფურცელაძის, ქიაჩელის, ღვინიანიძის, შერვაშიძის, ძმები ფრუიძეების, წმ. ლუკას, წმ. საბას ქუჩებს.

“სოკარი” აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზად გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებს ასახელებს. ბუნებრივი გაზის მიწოდება 14 მაისის 18:00 საათიდან, ეტაპობრივად აღდგება.

კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის და მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

Print
თეგები: #სოკარი #გაზი