ახალი ამბები
„მმართველი პარტია ჩემს მოსყიდვას ცდილობს" - ზესტაფონის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი
FaceBook

ზესტაფონის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ვახტანგ რობაქიძე მმართველი პარტიის მიერ მისი მოსყიდვის შესახებ  აცხადებს.



მისი თქმით, ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელსაც ზესატფონის მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა კიკნაველიძეც  ესწრებოდა, მას კანდიდატურის მოხსნა შესთავაზეს.


ვახტანგ რობაქიძის თქმით, იგი ამ შეხვედრის აუდიოჩანაწერს ფლობს, თუმცა, ჯერჯერობით მისი გასაჯაროებისგან თავს იკავებს.


„მე მთავაზობდნენ მომეხსნა კანდიდატურა, სანაცვლოდ  ჩემი  და ჩემი მხარდამჭერების კეთილდღეობის უზრუნველყოფას მპირდებოდნენ. ამ საუბარს ესწრებოდა შალვა კიკნაველიძე და  ეს ჩანაწერი არსებობს. ჩვენ მივმართავთ შესაბამის ორგანოებს დაინტერესდნენ ამ ფაქტით და თუ ასე არ მოხდება, ჩანაწერს გავასაჯაროებთ“, - განაცხადა პრესკლუბ "მედიარუმში"  ვახტანგ რობაქიძე.



ვახტანგ რობაქიძე საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლის ფაქტებზეც საუბრობს. მისი თქმით, ზესტაფონში მმართველი პარტია მოსახლეობაზე ზეწოლას ახორციელებს და მათ დამოუკიდებელი კანდიდატის შეხვედრებზე მისვლის უფლებას არ აძლევს.



„საარჩევნო კამპანიას ვერ ვატარებთ. პირადად  შალვა კიკნაველიძე ემუქრება  ხალხს დაჭერით, სოციალური დახმარების მოხსნით თუ  ჩვენს შეხვედრებზე მოვლენ. ბაბუა გარადამეცვლა და პანაშვიდზე არ მოვიდა ხალხი ისე არიან დაშინებულები. მივმართავ შესაბამის ორგანოებს, სახალხო დამცელს, პრემეირ-მინისტრს,  დაინტერესდნენ ამ ფაქტებით“, - განაცხადა ვახტანგ რობაქიძემ.



მისი თქმით, ზეწოლის და ხელისშეშლის მიუხედავად, იგი კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს.


ქუთაისიპოსტი შალვა კიკნაველიძესთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა, ის სატელეფონო ზარს არ პასუხობს.

Print