ახალი ამბები
სამხედრო ბაზაზე ნაპოვნი გარდაცვლილი ვანში მცხოვრები ჯარისკაცია
FaceBook

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ბაზაზე დაღუპული ჯარისკაცი ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთის მკვიდრია.


სამხედრო მოსამსახურე  ბაზაზე გარდაცვლილი იპოვეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის, რიგითი ვლადიმერ მახათაძის (29.10.1994) გარდაცვალების გამო. სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე 12 მაისს, ვაზიანის საველე წვრთნების ბაზაზე გარდაცვლილი იპოვეს.

ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები მიმდინარეობს. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს აღმოსავლეთ საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს,"- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ჯარისკაცს ოჯახში სავარაუდოდ დღეს გადაასვენებენ. გარდაცვლილის ოჯახის წევრები მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ. 

ახლობლები ეერთ-ერთ ვერსიად თვითმკვლელობა სახელდება, თუმცა მათ ამის არ სჯერათ.






Print