ახალი ამბები
ჯანსაღი ჩიფსები - რეცეპტი რომლის აღმოჩენა ყველა მშობელს გაახარებს
FaceBook
ჩიფსები თითქმის ყველა ბავშვს უყვარს, თუმცა მის  ყიდვას სხვადასხვა მიზეზით ბევრი მშობელი გაურბის.

არსებობს შეხედულება, რომ ჩიფსები ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ამასთანავე პროდუქტი ძვირიცაა.  

ალტერნატივისთვის გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც  ბავშვებს აუცილებლად მოეწონებათ. 



ინგრედიენტები:

თხელი ლავაშის ფენები - 4-5 ცალი.

დაფქვილი წითელი ბულგარული წიწაკა ე.წ. "პაპრიკა" - 2 ჩ/კ

დაფქული კოწახური - ნახევარი ჩ/კ

ზეთი - 2 ს/კ

მარილი - გემოვნებით 


მომზადების წესი:

დაჭერით ლავაშის ფენა სასურველ ფორმებად (სამკუთხედი, ოთკუთხედი)  და მოათავსეთ ისეთ ცელოფანში, რომელსაც თავი ეკვრება. 


"პაპრიკა," კოწახური და მარილი ერთად აურიეთ და ჩაყარეთ ცელოფანში. დაამატეთ ზეთი, მოუკარით თავი და  ცელოფანი შეანჯღრიეთ, რათა ჩვენს მიერ მომზადებული საკმაზი ყველა ფენაზე გადანაწილდეს.



ლავაშის ფენები საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ და 5-10 წუთის განმავლობაში 200 გრადუსზე გამოაცხვეთ. იქამდე, ვიდრე ,,ჩიფსები" ოქროსფერი გახდება.




მიირთვით გემრიელად. 








Print
თეგები: #ჩიფსები