ახალი ამბები
საფრანგეთში გასამგზავრებლად საქართველოს მოქალაქეებს ფრანგული საიმიგრაციო სამსახური შეამოწმებს
FaceBook
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც საფრანგეთში გამგზავრება სურთ, ფრანგული საიმიგრაციო სამსახური საქართველოს აეროპორტებშიც შეამოწმებს.
საფრანგეთის აეროპორტებში შემოწმება კი ქართული საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლების მიერ მოხდება.

ამის შესახებ ფრანგულ და ქართულ მხარეებს შორის ხელშეკრულება დღეს გაფორმდა.

თბილისში ვიზიტად მყოფმა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კრისტოფ კასტანერმა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების გაზრდილ რაოდენობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ანომალიაა როცა უსაფრთხო ქვეყნიდან ყველაზე მეტი ადამიანი ითხოვს თავშესაფარს. მისი თქმით თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობით საქართველო პირველ ადგილზეა, რასაც საფრანგეთის თავის ტკივილი უწოდა.


საქართველო შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმით 2017 წლის 28 მარტიდან სარგებლობს. საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ 27 სახელმწიფოში და რამდენიმე არაწევრ ქვეყანაში შესვლა და 90 დღით გაჩერება, ვიზის გარეშე შეუძლიათ. თუმცა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილი რაოდენობის გამო, მთავრობაში მისი შეჩერების საშიშროებაზე ალაპარაკდნენ.
Print