ახალი ამბები
ანსამბლი თუ ბაღდათის მერი - ვინ მიიწვიეს ბერლინში ფორუმზე - მერია დოკუმენტს აქვეყნებს
FaceBook
ბარდათის მუნიციპალიტეტის მერია არჩილ გოგსაძის და ანსამბლ "საირმეს" წევრების გერმანიაში სამივლინებო ვიზიტთან დაკავშირებით განცადებას ავრცელებს და  ბერლინში მიწვევის შესახებ დოკუმენტსაც აქვეყნებს:

"ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე 8-15 მაისის ჩათვლით გერმანული მხარის ოფიციალური მიწვევით ბერლინში იმყოფება, სადაც ფესტივალი „მაიაკოვსკის ნაკვალევზე, ჩვენ ვაერთიანებთ მსოფლიოს“ იმართება. აღნიშნულ ფესტივალს საფუძველი გასული წლის ოქტომბერში ბაღდათში ჩაეყარა,  რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი თავად ბაღდათის მერი,  არჩილ გოგსაძეა. ამჯერად,  ფესტივალის მეორე ეტაპი ქალაქ ბერლინში მიმდინარეობს.

რაც შეეხება საინფორმაციო სააგენტო (TOP NEWS)-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გერმანიაში ბაღდათის მუნიციპალიტეტის დელეგაციის შემადგენლობაში ფოლკლორული ანსამბლი „საირმე“ უნდა ყოფილიყო და არ მოხდა მათი წარმოჩენა, სიმართლეს არ შეესაბამება და სააგენტოს მიერ გამიზნულად მოხდა გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება. დელეგაციას ბერლინში ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე ხელმძღვანელობს, ხოლო დელეგაციის შემადგენლობა ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებით არის დაკომპლეკტებული. ფესტივალში მონაწილეობას საქართველოდან ბაღდათის მუნიციპალიტეტთან ერთად, ბათუმის მომღერალთა გუნდი მონაწილეობს და ასევე რამდენიმე ქვეყნის დელეგაციის შემოქმედებითი ჯგუფებია წარმოდგენილი", – ნათქვამია მუნიციპალიტეტის ფესიბუქ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს მუსიკალური ანსამბლის "საირმეს" ნაცვლად  ბერლინში ბაღდათის მერი მუნიციპალიტეტის  თანამშრომლებთან ერთად წავიდა. 

„ეს ფესტივალი მეორე წელია რაც ტარდება. გასულ წელს იყვნენ ანსამბლის წევრები წასული, თუმცა, არც მაშინ მიუღიათ კონკრეტულად მათ ეს მოწვევა. ეს არის ჩვენი და გერმანული მხარის თანამშრომლობა.   რადგან ფესტივალს ქვია „მაიაკოვსკის ნაკვალევზე“ და ჩვენ წარმოვადგენთ იმ მხარეს, სადაც ის დაიბადა, მოწვევა მოვიდა მერის სახელზე“, - ამბობს  ბაღდათის ააიპ „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების“ ცენტრის მოადგილე, სოსო კოტორეიშვილი.


მისი თქმით, ფესტივალზე ბაღდათიდან 9 კაციანი დელეგაცია გაემგზავრა.



ამავე თემაზე:

„ჩვენი ანსამბლი მიწვეული არ ყოფილა“ - ბაღდათის კულტურის ააიპი გერმანიაში გამართულ ფესტივალზე

 

Print