ახალი ამბები
ჭიათურა-საჩხერის გზაზე მეწყერი ჩამოწვა
FaceBook

ჭიათურა-საჩხერის გზასთან, დასახლებული პუნქტიდან ორი კილომეტრის დაშორებით  მეწყერი ჩამოწვა.

ჩამოშლილმა მასამ ორ მთას შორის ჩამომავალი ღელე ჩაკეტა, რის შემდეგაც  წყლის დაგუბება მოხდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ მოსახლეობის დატბორვის საშიშროება არ არსებობს, შესაბამისადმ ევაკუაცია საჭირო არ არის.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.


„ვცდილობთ, ძალიან ფრთხილად მოხდეს დაგუბებული წყლის გაშვება, რათა არ შეიქმნას პრობლემები“, -  განმარტავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.


შემთხვევის ადგილზე თბილისიდან მიდიან განსაკუთრებული სიტუაციების სამსახურის დამატებითი ძალები.

Print