ახალი ამბები
ქუთაისში 16 ომის ვეტერანი ცხოვრობს (ფოტო)
FaceBook

ქუთაისში მეორე მსოფლიო ომში მონაწილე 16 ვეტერანი ცხოვრობს.

ყველა მათგანი მამაკაცია. ისინი ყოველწიურად 9 მაისის მემორიალთან იკრიბებიან და ფაშიზმზე გამარჯვებას ზეიმობენ.





ომის ვეტერანები წელსაც ტრადიციულად შეიკრიბნენ და ომის წლები გაიხსენეს.


დღევანდელ დღესთან დაკავშირებით,  16-ივე მათგანს,  ქუთაისის მერიისგან ფულადი საჩუქარი 1000 ლარის ოდენობით გადაეცა.


მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 74 წელი გავიდა. 1945  წლის 8  მაისს გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა. 9 მაისს კი გერმანია-საბჭოთა კავშირს შორის ომი დასრულდა.


დაუზუსტებელი ინფორმაციით, ე.წ სამამულო  ომში  ქუთაისიდან 5000-მდე ადამიანი წავიდა.


საქართველოს მასშტაბით კი  700 000. მათგან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა.


Print