ახალი ამბები
ქუთაისში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს
FaceBook
ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს ქუთაისში. ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა და საკრებულოს წევრებმა, ვეტერანებთან ერთად 9 მაისის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ვეტერანები რომლებმაც მემორიალთან მისვლა ვერ შეძლეს ქალაქის პირველმა პირებმა ოჯახებში მოინახულეს. ქუთაისში სულ 16 ვეტერანია, რომლებსაც ქალაქის მერია ფულად დახმარებას გაუწევს.

"დღეს მსოფლიო ფაშიზმზე გამარჯვებას აღნიშნავს. 9 მაისი განსაკუთრებულია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ჩვენმა წინაპრებმა საკუთარ თავზე იწვნიეს ომის სიმწარეც და ამ გამარჯვებით მიღებული მშვიდობის ყადრი. სწორედ ამიტომაც ყოველ 9 მაისს ჩვენ დიდი პატივით ვეგებებით ომის ვეტერანებს და ამ უმნიშვნელოვანეს დღეს ვულოცავთ. აქვე პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას. ამასთან ჩვენ ტრადიციულად ფინანსურ დახმარებას გავუწევთ ომის მონაწილეებს და მათ ოჯახებს", -  განმარტა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 74 წელი გავიდა. 1945  წლის 8  მაისს გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა. 9 მაისს გერმანია-საბჭოთა კავშირს შორის ომი დასრულდა.

მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 000 ადამიანი წავიდა. მათგან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა.

ამ დღეს ომის ვეტერანები მეორე მსოფლიო ომის მემორიალბთან მთელი საქართველსო მასშტაბით იკრიბებიან და ფაშიზმზე გამარჯევბის დღეს აღნიშნავენ.

Print