ახალი ამბები
კაუნასის თეატრი ქუთაისში სპექტაკლს წარმოადგენს
FaceBook
ქუთაისის მესხიშვილის თეატრის სცენაზე კაუნასის ნაციონალური დრამატული თეატრი სპექტაკლს „მახინჯი“ წარმოადგენს.

სპექტაკლი მეხიშვილის თეატრის სცენაზე 9 მაისს გაიმართება. სპექტაკლი ერთმოქმედებიანი კომედიაა

იგი გერმანელი დრამატურგის მარიუს ფონ მაიენბურგის პიესის მიხედვით დაიდგა. „მახინჯი"  ეს არის სპექტაკლი სილამაზის კულტისა და მისი სტერეოტიპების შესახებ.

სპექტაკლი სცენის ოქროს ჯვრის და ფორტუნას ჯილდოების მფლობელია (2 დიდი თეატრალური ჯილდო ლიეტუვაში)
Print