ახალი ამბები
„ჩვენ გვინდა მშვიდობა“ – ქუთაისში ებრაელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს
FaceBook

ქუთაისის ცენტრალურ ბაღში, 9 აპრილის მემორიალთან „ქალთა კლუბის“ ორგანიზებით ებრაელი ხალხის სოლიდარობის აქცია გაიმართა.


 

აქციის მონაწილეებმა ისრაელის სახელმწიფოზე განხორციელებული სამხედრო შეტევა დაგმეს და უარი გამოუცხადეს ძალადობას.


„დღევანდელი აქციით სოლიდარობა გამოვუცხადეთ ისრაელის სახელმწიფოს და ებრაელ ხალხს. ჩვენი მთავარი სათქმელი არის, რომ უარს ვეუბნებით ძლადობას, ტერორიზმს და გვინდა მშვიდობა“,- ამბობს „ქალთა კლუბის“ პრეზიდენტი, მაკა ხეცურიანი.


ძირითადი აქცია თბილისში , ოსკარ  შინდლერის აკადემიის (რექტორი მაქს მეიერ შავიტი) ინიციატივით გაიმართა. სოლიდარობის აქციას შეუერთდა ქუთაისიც.

Print