ახალი ამბები
ცვლილებები კანონში - როგორ განისაზღვრება მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი
FaceBook
მრავალშვილიანი  მშობლის სტატუსის მინიჭებას დღეიდან იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განახორციელებს. მთავრობის დადგენილების საფუძველზე განხორციელებული ცვლილების თანახმად  მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მინიჭების წესი და პირობები შემეგნაირად განისაზღვრა: 

მრავალშვილიან პირს, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის პირობებს აკმაყოფილებს, შესაძლებლობა ექნება, მოითხოვოს სტატუსის დადგენა და მან განაცხადი უნდა წარადგინოს ნებისმიერ იუსტიციის სახლში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ან საზოგადოებრივ ცენტრში.

დადგენილების მიხედვით, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი დაუდგინდება თუ საქართველოს მოქალაქეს ან სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს ჰყავს 4 ან მეტი შვილი (ან ნაშვილები).

სტატუსის დადგენისათვის შვილების ასაკი შეზღუდული არ არის. იგი შეიძლება დაუდგინდეს როგორც არასრულწლოვანი, ასევე სრულწლოვანი შვილების მშობელს.

მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირი ერთდროულად შეიძლება იყოს ორივე მშობელი დედაც და მამაც.

მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენაზე გადაწყვეტილება განაცხადის წარდგენიდან 30-ე კალენდარულ დღეს იქნება.
Print