ახალი ამბები
ავარიის შედეგად ზესტაფონში ცოლ-ქმარი დაიღუპა
FaceBook
ზესტაფონის სოფელ ზორვეთში ავტომობილი ხეს შეეჯახა, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა, 6 მაისს, გვიან ღამით მოხდა. შშს-ს ინფორმაციით, ახალდაქორწინებული წყვილი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს,

რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.



ავტორი: ლილე ბერაძე
Print