ახალი ამბები
ქუთაისის მერია საპიარო რადიოგადაცემების მომზადებაში 7 000 ლარს დახარჯავს
FaceBook

ქუთაისის მერიამ  საპიარო რადიოგადაცემების მოსამზადებლად  7 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო პირობების მიხედვით,  გადაცემეების სტუმრები უნდა იყვნენ მერიისა და საკრებულოს პირველი პირები, სამსახურის უფროსები, ასევე, ქუთაისელი პროფესორ-მასწავლებლები.


კონკრეტული გადაცემისთვის სტუმარი  მერიასთან უნდა შეთანხმდეს.  მერიას უნდა შეუთანხმოს მიმწოდებელმა გადაცემების სათაური და თემა. სტუმრები ძირითადად,  პოლიტიკაზე, კულტურაზე, სპორტსა და სოციალურ საკითხებზე ისაუბრებენ.


მერიას სულ 35 ასეთი რადიოგადაცემის ჩაწერა  აქვს დაგეგმილი.


გადაცემა  ეთერში კვირაში ერთხელ უნდა გავიდეს.


თითოეული გადაცემის ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ 10 წუთი.


მიმწოდებელმა გადაცემები უნდა დაარქივოს და დისკზე ჩაწერილი მერიას გადასცეს.


ტენდერის ერთ-ერთი მთავარი პირობაა, რომ გადაცემის ბოლოს წამყვანმა თქვას შემდეგი ფრაზა: „გადაცემა დაფინანსებულია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ“.

Print