ახალი ამბები
ქუთაისის ვიცე-მერად დავით ერემეიშვილი წარადგინეს
FaceBook
ქუთაისის ვიცე-მერად  დავით ერემეშვილი დაინიშნა.

ერემეიშვილი თანამშრომლებს ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ  წარუდგინა.


დავით ერემეიშვილი  კულტურის, სპორტისა და საბინაო სამსახურის მიმართულებებს ჩაიბარებს.

"მინდა მადლობა ვუთხრა იმ გუნდს, რომელმაც  ნდობა გამომიცხადა და მომცა საშუალება,  რომ ქალაქში კიდევ ბევრი წარმატებული ნაბიჯები გადავდგათ, "- განაცხადა დავით ერემეიშვილმა.

ქუთაისის მერს  ორი მოადგილე ყავს -ნინო თვალთვაძე და იუზა უგულავა.  ვიცე-მერის პოსტი კი  მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც თანამდებობა გიორგი იობაშვილმა დატოვა.

Print