ახალი ამბები
მამუკა ბახტაძეს ხონის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა
FaceBook
საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს ხონის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს.
ხონში ქალაქის დღესასწაულის  აღსანიშნავად ჩასულმა ბატხაძემ განაცხადა, რომ ხონი საქართველოში  ყველაზე წარმატებული ქალაქი იქნება.

„ჩემთვის დღეს არის განსაკუთრებით ემოციური დღე. პირველ რიგში მსურს  ამ ულამაზესი კუთხიდან სრულიად საქართველოს მივულოცო გიორგობის დღესასწაული. ჩემთვის ყოველი ჩამოსვლა ხონში არის ძალიან ემოციური, რადგან მე, როგორც ყველა ხონელი, განსაკუთრებით ვამაყობ ჩვენი ფესვებით. ხონი ეს არის უნიკალური კუთხე ჩვენი სამშობლოსთვის, რომელმაც ძალიან ბევრი  ფასეულობა შეუნარჩუნა ჩვენს სამშობლოს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას ძალიან ბევრი პროექტი აქვს დაგეგმილი ხონში, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე განათლების სფეროში.

6 მაისს ხონში ქალაქის დღესასწაული, "ხონელობა" აღინიშნება.
Print