ახალი ამბები
ტყიბულში მერიის კომუნალური სამსახური გაქურდეს
FaceBook
ტყიბულში წუხელ ღამით მერიის კომუნალური სამსახური გაქურდეს.  ტყიბულის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით,გაქურდულია მერიის კომუნალური სამსახურის საქმიანი ეზო, საიდანაც საწყობიდან წაღებულია სხვადასხვა ნივთები. 

"ჯერ-ჯერობით არ არის დათვლლილი ზარალი, ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და მალე დეტალური ინფორმაცია იქნება ცნობილი," - განმარტავს ტყიბულის მერიის პრესცენტრის ხელმძღვანელი ელისო  ჭანტურიძე.

გავრცელებული ინფორმაციით,  ბოლო პერიოდში ტყიბულში არაერთხელ გაქურდეს მერიის კუთვნილი ავტომობილები, რომლებიც შენობის უკანაა განთავსებული. 

შსს - ს ცნობით ფაქტზე გამოძოიება სსკ  177–ე მუხლით დაიწყო.


Print