ახალი ამბები
იმერეთის გუბერნატორი - საკადრო ცვლილებებს არ ვგეგმავ
FaceBook
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ახლადდანიშნული გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის განცხადებით, საკადრო ცვლილებებს გეგმავს. მისი თქმით, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში კარგი ხალხი მუშაობს, რომელთანაც თანამშრომლობა არ გაუჭირდება.
"ამ ეტაპზე არ ვგეგმავ საკადრო ცვლილებებს. აქ ძალიან კარგი ხალხი მუშაობს. მომავალში ვნახოთ რა იქნება", - განმარტა ჭიჭინაძემ.
დააკმაყოფილებს თუ არა იმერეთის პირველი ვიცე-გუბერნატორის  ალექსანდრე იოსებაშვილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებას,  ამბობს, რომ მან არც კი იცის  ვინ დაწერა განცხადება.
ალექსანდრე იოსებაშვილმა  ვიცე-გუბერნატორის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება გუშინ დაწერა.
თეკლე მორგოშია


Print