ახალი ამბები
„ნაციონალური მოძრობა“ - „ქუთაისის მერია მივლინებებს კანონდარღვევით აფორმებს“
FaceBook

ქუთაისის საკრებულოს  ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"  თავმჯდომარე, გიგა შუშანია  ქუთაისის მერიაში   თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს.


შუშანიას თქმით,  მერია  მივლინებებს კანონდარღვევით აფორმებს და ბრძანებებს  მას შემდეგ წერს,  რაც  თანამშრომლები მივლინებებიდან დაბრუნდებიან.

 


"2018 წელს გაფორმებული ბრძანებების 30-40%   შედგენილია მივლინებებიდან დაბრუნების შემდეგ კანონდარღვევით. თურმე, მერის მოადგილე, იუზა უგულავა ერთდროულად ყოფილა ბათუმში და ჭუბერში, რაც რა თქმა უნდა არის აბსურდი.  ყველა ასეთ მივლინებაზე ისინი  60-დან 80 ლიტრამდე საწვავს ხარჯავენ.  სავარაუდოდ,  ეს ხდება იმიტომ, რომ  მერიამ გახარჯოს  საწვავის ლიმიტი და შემდეგ მოითხოვოს დამატებითი ხარჯები.  ამისთვის კი ფაქტის გადაფარავის ასეთ ხერხს მიმართავენ.  მოვუწოდებთ აუდიტის  სამსახურს,  შეისწავლოს ეს საკითხი,  რადგან,  სავარაუდოდ,   ადგილი აქვს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას "-აცხადებს გიგა შუშანია .


მისი თქმით, ქუთაისის მერიას 2018 წელს მივლინებებისთვის 100 000 ლარი დახარჯა, ხოლო საწვავისთვის 240 000 ლარი.

Print