ახალი ამბები
ქუთაისში მიმდინარე ბიზნეს ფორუმზე წლის წარმატებული მეწარმეები დააჯილდოვეს
FaceBook
ქუთაისში მიმდინარე ბიზნეს ფორუმზე წლის წარმატებული მეწარმეები დააჯილდოვეს. ქალაქის ეკონომიკურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მერიის ჯილდოები  ადგილობრივ საწარმოებსა და ბიზნეს კომპანიებს გადაეცა. წლის ინვესტორად დასახელდა ქართულ -ამერიკული სკოლა "პროგრესი, წლის ქველმოქმედი სტომატოლოგიური კლინიკა "სტომატოლოგიის რეგიონალური ცენტრი " გახდა,  წლის ექსპორტიორი შპს "მადერა ჯორჯია ";  წლის მეწარმედ "ქუთაისის უნივერსიტეტის" რექტორი, ლელა ქელბაქიანი დასახელდა;  წლის დამსახურებული ბიზნესის ჯილდო გადაეცა სამკერვალო კომპანია "ემ ჯი ემტექსს".  აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო პროგრამის დაფინანსებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სპეციალური პრიზი კომპანია მ2-ს გადაეცა. 

ქუთაისის მერიისგან ჯილდოები  ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობისთვის 10-მდე კომპანიას გადაეცა.

მეწარმეების დაჯილდოვებით ქუთაისში პირველი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი დასრულდა. ორდღიანი ფორუმის ფარგლებში ქუთაისს უცხოეული ინვესტორები სტუმრობდნენ, რომლებიც ქუთაისის ტურისტულ და ეკონომიკურ პოტენციალს გაეცნენ.

Print