ახალი ამბები
"სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა ჩემთვის იყო ახალი გამოწვევა და მეტად საპასუხისმგებლო" – შავლეგო ტაბატაძე
FaceBook

იმერეთის ყოფილი გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე  სოციალურ ქსელსი თანამდებობიდან წასვლის შესახებ განმარტაბეას აკეთებს.


"იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა ჩემთვის იყო ახალი გამოწვევა და მეტად საპასუხისმგებლო. მცირე დროის მანძილზე ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად შევძელი საკუთარი წვლილი შემეტანა მხარის განვითარებაში. 2018 წელს ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 157 625 222 ლარი დაიხარჯა, 2019 წელს კი გაცილებით მეტი 330 595 589 ლარია გამოყოფილი, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს იმერეთში არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდება. თითოეული პრიორიტეტი მოსახლეობასთან ერთად არის განსაზღვრული და მათი ჩართულობით გადაწყდა პირველ ეტაპზე რა უნდა გაკეთდეს.

 

მადლობა მინდა გადავუხადო გუნდს ნდობისთვის, სახელმწიფო უწყებებს, რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს. განსაკუთრებული მადლობა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს გვერდით დგომისთვის და საქმიანობისთვის. არ შემიძლია მადლიერება არ გამოვხატო რეგიონის მოსახლეობის მიმართ, მე ვგრძნობდი თქვენს მხარდაჭერას და ეს უფრო მაძლიერებდა.

მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენს მხარეს და მომავალ რწმუნებულს რეგიონის საკეთილდღეოდ. რაც შემეხება მე, ვრჩები გუნდის წევრად და საქმიანობას გავაგრძელებ თავდაცვის უწყებაში, სამხედრო თანამდებობაზე.

კიდევ ერთხელ მადლობა ნდობისთვის და მეგობრობისთვის", –  ნათქვამია ფეისბუქს გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ტაბატაძემ პოსტი 9 თვიანი მუშაობის შემდეგ დატოვა. ის შეიარაღებულ ძალებში დაბრუნდა.

შავლეგო ტაბატაძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ქუთაისიპოსტი ორი თვის წინ წერდა. თუმცა, მაშინ გუბერნატორი ირწმუნებოდა,  რომ არასად წავლას არ გეგმავდა.


შავლეგო ტაბატაძე იმერეთის გუბერნატორად 2018 წლის ზაფხულზე დაინიშნა.


ამავე თემაზე:


"ასე იყო საჭირო" - იმერეთის გუბერნატორი პოსტიდან წასვლაზე

იმერეთის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა

იმერეთის გუბერნატორი შვებულებაშია – ტოვებს თუ არა თანამდებობას შავლეგო ტაბატაძე

„ყველაზე მეტად განვიცდი ქუთაისის მდგომარეობას“ – იმერეთის გუბერნატორი (ინტერვიუ)


Print