ახალი ამბები
ავარია სოფელ დაფნართან - დაშავებულია სამი ადამიანი
FaceBook
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნართან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. 

"ოპელის" მარკის ავტომობილი სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა, რის შედეგადაც მსუბუქი ავტომობილის აალების გამო  სამი ადამიანი დაშავდა.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.  თვითმხილველების თქმით, ყველა დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შსს ში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის ცეცხლი ჩამქრალია და მოძრაობა აღდგენილია.

უწყების ინფორმაციითვე, გამოძიება 276 მუხლით მიმდინარეობს.
Print