ახალი ამბები
რატომ არ შეუძლია სიგარეტისთვის თავის დანებება ზოგიერთ ადამიანს
FaceBook
არსებობს მოსაზრება, რომ სიგარეტისთვის თავის დანებებაში ძირითად როლს ნებისყოფა ასრულებს, თუმცა დიუკის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოარკვიეს, რომ ეს მთლად ასე არ არის.
ზოგი ადამიანი თავიდანვე "დაპროგრამებულია" წარმატებისათვის. როგორც თჰე Dაილყ Mაილ წერს, 85 მონაწილეს სპეციალისტებმა ჩაუტარეს მაგნიტურ- რეზონანსული კვლევა ერთი თვით ადრე, ვიდრე ისინი სიგარეტისთვის თავის დანებებას შეეცდებოდნენ.
მკვლევარები პროგრესს აკვირდებოდნენ 10 კვირის განმავლობაში. ამ დროის მანძილზე 41 მოხალისეს ჰქონდა რეციდივი. ამის შემდეგ მეცნიერებმა გულდასმით შეისწავლეს მრკ-სკანირების მონაცემები.მათ შეამჩნიეს წარმატებული მოხალისეების ტვინში გარკვეული მსგავსება. კერძოდ, მათ შესანიშნავად ჰქონდათ დაწყობილი თავის ტვინის ნაწილებს შორის, რაც ლტოლვასა და ზრახვებთან და სომატოსენსორულ ქერქთან - ტვინის მიდამო, რომელიც პასუხისმგებელია მოძრაობის რეგულაციაზე.
მეცნიერებმა არა ერთხელ გამოიკვლიეს მწეველების ტვინიც. მათ გამოარკვიეს, რომ ტვინის მოცემული ზონა აქტიურდება, როდესაც ადამიანს სურს მოწევა. ხოლო მწეველებს ამ მიდამოს დაზიანებისას უეცრად ეკარგებათ სიგარეტისადმი ინტერესი.
სპეციალისტები დარწმუნებულები არიან: სენსომოტორულ ქერქსა და ტვინის უბნებს შორის მჭიდრო კავშირის დადგენა ბევრ ადამიანს დაეხამრება სიგარეტისთვის თავის დანებებაში.
წყარო : mkurnali.ge
Print