ახალი ამბები
ქუთაისში პირველი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი გაიხსნა
FaceBook

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პირველი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი,  „ოქროს საწმისის ძიებაში“ მიმდინარეობს.


ფორუმს ასზე მეტი უცხოელი ინვესტორი ესწრება, რომლებიც გაეცნობიან ქუთაისის საინვესტიციო პოტენციალს და შეძლებენ დაგეგმონ თავიანთი ბიზნესის განხორციელება ამ ქალაქში.


ფორუმზე სტუმრად იმყოფება რამდენიმე ქვეყნის დელეგაცია.


სპეციალურად ფორუმის მონაწილეებისთვის სექციურად ტარდება პლენარული სხდომები, რომლებსაც სტუმრები  თავიანთი ინტერესის სფეროს მიხედვით ესწრებიან.


მათ შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ტურიზმის, სამედიცინო-რეკრეაციული ბიზნესისა და სხვა მიმართულებით გამართულ დისკუსიებში.


აქ  წარმოდგენილი იქნება 98 მეწარმის პროდუქცია, მხოლოდ ქუთაისში და იმერეთის რეგიონში წარმოებული ნაწარმი.


ფორუმის ფარგლებში ინვესტორები  მოინახულებენ ქუთაისში არსებულ  სხვადასხვა ორგანიზაციებს, ასევე, შეხვდებიან ადგილობრივ მეწარმეებს.


ეს არის პირველი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი იმერეთში, რომელსაც  ქუთაისი პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით და მათთან ერთად აწყობს.


ბიზნეს ფორუმის მიზანია ქალაქის ეკონომიკური განვითარება ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობისა და სამუშაო ადგილების შექმნის გზით.

Print