ახალი ამბები
ქუთაისში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა
FaceBook
ქუთაისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა.


დენის მიწოდება 18:00 საათისთვის ქუთაისის გარდა თბილისში, გორში, ახალციხეში, რუსთავსა და ზუგდიდში შეწყდა. 

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებით, მიმდინარე წლის 2 მაისს, 18:11 წუთზე ავარიულად გამოირთო 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი იმერეთი, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ამ დროისთვის, ავარია სრულად ლიკვიდირებულია და მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება.
Print