ახალი ამბები
"დატოვე პარლამენტი ქუთაისში" - გზავნილი გვირილობის დღესასწაულიდან
FaceBook
გვირილობის დღესასწაულზე ქუთაისელები ხელისუფლებას კიდევ ერთელ ახსენებენ ქალაქისთვის სტატუსის წართმევას და მოუწოდებენ დააბრუნონ პარლამენტი ქუთაისში. საზოგადოებრივმა მოძრაობამ  "დატოვე პარლამენტი ქუთაისში" პირველი საშუალო სკოლის წინ მორიგი აქცია გამართა და ქუთაისისთვის საპარლამენტო სტატუსის დაბრუნება მოითხოვა.

მათი თქმით, პარლამენტი რომ ქუთაისში იყოს, გვირილობის დღესასწაულიც უფრო მასშტაბური იქნებოდა.

"დღეს რომ ქუთაისში იყოს პარლამენტი, ეს დღესასწაულიც სხვა მნიშვნელობას შეიძენდა.  საზეიმო განწყობა გვაქვს, მაგრამ ასეთი ცარიელი ბოლო წლებია  არ მინახავს ჩვენი ქალაქი",- ამბობს ია იაშვილი. 

"კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ და ვეუბნებით ყველას, რომ საპარლამენტო ქალაქის სტატუსი უნდა დაუბრუნდეს ქუთაისს. ეს არის ჩვენი მიზანი და მოთხოვნა",-ამბობს საზოგადოებრივი მოძრაობის წევრი, ჟურნალსიტი, ეკა ფხაკაძე.

ქუთაისში დღეს გვირილობის დღესასწაული აღინიშნება. საზეიმო ღონისძიებები ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. 

Print