პოლიტიკა
"აქ მოვედით ბამბუკებით და არა გვირილებით "- კაფე "სავანეს " პროტესტი
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ ბაღში მდებარე კაფე "სავანეს " მეპატრონეები, რომლებსაც ქუთაისის მერიასთან სასამართლო დავა აქვთ, საპროტესტო აქციას მართავენ. აქცია გვირილობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პარალელურად მიმდინარეობს.

მეპატრონეებმა მერიის  შენობასთან სიმბოლუარდ ბამბუკები მიიტანეს, რადგან მერია აცხადებს, რომ "სავანემ" წლების წინ ბამბუკების კონსტრუქცია შეიძინა, რაც მათ იმ მიწის ნაკვეთის ფლობის უფლებას არ აძლევს, რომელზეც კაფე მდებარეობს.


"დღეს ჩვენ აქ მოვედით არა გვირილებით, არამედ ბამბუკებით. რადგან ჩვენ გვართმევენ ბიზნესს. მერია გვეუბნება, რომ 1996 წელს ჩვენ შევისყიდეთ მხოლოდ ბამბუკის კონსტრუქცია და მხოლოდ 10 000 დოლარი თურმე გადაგვიხდია ბამბუკის კონსტრუქციაში. ჩვენ არ გავჩერდებით,  აქციები უფრო მასშტაბური გახდება და დავიცავთ საკუთარ ქონებას", -  განმარტა კაფის ერთ–ერთმა მეპატრონემ ნიკოლოზ ტურაბელიძემ.

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ამბობენ,  რომ ქალაქის ხელისუფლება კაფის წართმევის ცდილობს, შენობაზე ქუჩის ნომერი გააკრეს, რომელიც მათი თქმით, კაფის რეალური მისამართია.




"ეს კაფე არ არის ბულვარის ნაწილი. ის ყოველთვის იყო რუსთაველის ქუჩა #2 ა და არა რუსთაველის ქუჩა #2, რაც ცენტრალური ბაღის მისამართია. რადგან მერიას არ უნდა ამის დანახვა, ჩვენ დემონსტრაციულად ვაკრავთ ამ მისამართს ჩვენი კაფის შენობაზე "-ამბობს კაფის ერთ-ერთი მეპატრონე გიორგი ტურაბელიძე.

"სავანეს" მფლობელებმა საპროტესტო აქცია გვირილობის დღესასწაულს შეგნებულად დაამთხვიეს , რადგან საზოგადოების ყურადღება მიეპყროთ. 

ქუთაისის მერიამ ქალაქის ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფე–ნარე "სავენეს"  რამდნიმე დღის წინ მიწის ნაკვეთის იჯარით აღებას მოსთხოვა.
ქუთაისის ცენტრალურ ბაღში მდებარე კაფე "სავანეს " მეპატრონეები, რომლებსაც ქუთაისის მერიასთან სასამართლო დავა აქვთ, საპროტესტო აქცია მართავენ. აქციის მონაწილეებმა , რომლებიც ამბობენ , რომ ქალაქის ხელისუფლება კაფის წართმევის ცდილობს, შენობაზე ქუჩის ნომერი გააკრეს, რომელიც მათი თქმით, კაფის რეალური მისამართია. " ეს კაფე არ არის ბულვარის ნაწილი. ის ყოველთვის იყო რუსთაველის 2ა და არა რუსთაველის 2, რაც ცენტრალური ბაღის მისამართია. რადგან მერიას არ უნდა ამის დანადანახვა, ჩვენ დემონსტრაციულად ვაკრავთ ამ მისამართს ჩვენი კაფის შენობაზე "-ამბობს კაფის ერთ-ერთი მეპატრონე გიორგი ტურაბელიძე. კაფის მეპატრონეებმა დღესვე შენობასთან ბამბუკები მიიტანეს, რადგან მერია აცხადებს, რომ "სავანემ" წლების წინ ბამბუკების კონსტრუქცია შეიძინა, რაც მათ იმ მიწის ნაკვეთის ფლობის უფლებას არ აძლევს, რომელზეც კაფე მდებარეობს. აქციის მონაწილეები პროტესტის გაგრძელებას ქუთაისის მერიის შენობის წინ აპირებენ ,სადაც ბამბუკებს გადაიტანენ.
Mariam Pataraia
-0:39
Seen by Mariam Pataraia at 11:25
Print