ახალი ამბები
2 უკრაინელი ბავშვი ქუთაისის ინფექციურ დაავადებათა ცენტრიდან დღეს გაწერეს
FaceBook
ორი უკრაინელი ბავშვი ქუთაისის ინფექციურ დაავადებათა ცენტრიდან დღეს გაწერეს.
ინფექციურ დაავადებათა ცენტრში სოციალური სამსახური წარმომდგენლები იმყოფებოდნენ. მათი ინფორმაციით, მინდობითი აღზრდით ათივე ბავშვს ერთად მოათავსებენ. ოთხი მოზარდი ქუთაისში, ექვსი კი თბილისში იმყოფებოდა. მთავარი ექიმის თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საავადმყოფოში ზუგდიდიდან ათი მოზარდი მწვავე იტოქსიკაციით გადმოიყვანეს. რვა მათგანი რამდენიმე დღის წინ მცირე საოჯახო სახლებში გადაიყვანეს, შვიდი თვისა და ერთი წლის ბავშვები კი ქუთაისის საავადმყოფოში ამ დრომდე მკურნალობდნენ. საავადმყოფოში შემოყვანისას ათივე ბავშვს ერთმაირი სიმპტომები - პირღებინება, სისუსტე, ფაღარათი და მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა.
Print