ახალი ამბები
როგორი ამინდია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში კვირის განმავლობაში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოსა და მათ შორის, იმერეთის რეგიონში 3 მაისამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა 27-29 0 იქნება.

სინოპტიკოსების ვარაუდით, 2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემოსვლას იწყებს შედარებით გრილი ჰაერის მასები. ამიტომ, კვირის ჩათვლით დროგამოშვებით ხანმოკლე ხასიათის წვიმაა მოსალოდნელი.

"ინტენსიურ წვიმას 3 და 4 მაისს უნდა ველოდოთ, ზოგან ელ-ჭექი იქნება. ზოგიერთდასავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდება. მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლებაც. 3-4 მაისს ტემპერატურა 21-26 0-მდე დაიკლებს", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა. 

მათივე ინფორმაციით, 5 მაისიდან გამოიდარებს. 

Print