ახალი ამბები
ქუთაისში, ქვეითს ავტომანქანა "ზებრა" გადასასვლელზე დაეჯახა
FaceBook
ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, 70 წლამდე მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, ხანდაზმული მამაკაცი ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა, რა დროსაც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა. მათი თქმით, მძღოლმა აცილება სცადა და ბარდულზე შევარდა. დაზარალებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა წაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.




ავტორი: ლილე ბერაძე

Print