ახალი ამბები
"დასალოცი სივრცე" ქუთაისის სამშობიაროში (ფოტო)
FaceBook
ქუთაისის შპს "ხონელიძის კლინიკაში"   ახალშობილთა დასალოცი სივრცე გაიხსნა.
სამშობიაროს მიმდებარე ტერიტორიაზე  ამ მიზნით  ინფრასტრუქტურაც  მოეწყო. 

"დასალოც სივრცეში" ახალშობილის ახლობლებისთვის მოქცევის  წესებიცაა გამოკრული.

მოწევა აკრძალულია! ნუ იხმაურებთ! დიდხანს ნუ დააყოვნებთ! - ასე აფრთხილებს ადმინისტრაცია ახალშობილის დალოცვის მსურველებს.



კლინიკაში ამბობენ, რომ პაციენტის ნათესავები  ხშირად  პატარას დაბადებას სამედიცინო დაწესებულების ეზოში აღნიშნავდნენ, რის გამოც მათ მიიღეს გაადწყვეტილება მოეწყოთ ინფრასტრუქტურა და სპეციალური სივრცე შეექმნათ.

"ეს არის კლინიკის გადაწყვეტილება, ეზოში რომ აღარ გაშალონ სუფრა. აქ დაიდგმება პატარა მაგიდა და  იქნება მოწესრიგებული", - ამბობს კლინიკის დირექტორის მოადგილე, ნესტან იაშვილი.  



ფოტოები აღებულია ლაშა ბერეკაშვილის ფეისბუკ გვერდიდან.
Print