ახალი ამბები
ავანგარდისა და ძელქვიანის სასაფლაოებზე გზა არც წელს დაიგება
FaceBook

ქუთაისში, ავანგარდის სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოწესრიგება ამ დრომდე მოუგვარებელი პრობლემაა.


ადგილობრივები ბეტონის საფარის დაგებას ყოველ წელს, აღდგომის დადგომამდე ელოდებიან, თუმცა, მათ ამჯერადაც ამორტიზებული გზებით მოუწევთ საფლავებამდე მისვლა.

 


შპს „ქართული ტრადიციები 2011“-ში ამბობენ, რომ ბეტონის საფარის დაგება გეგმაში  არ არის.


„სურვილი დიდია, რომ დაიგოს, მაგრამ ასეთი  გეგმა ჯერჯერობით  არ გვაქვს. ეს ევალება ქუთაისის მერიას და ეს ხარჯები დამოკიდებულია ბიუჯეტზე“,-აცხადებენ მერიის  შპს-ში.


„ქართულ ტრადიციებში“ ჯერ კიდევ გასულ წელს აცხადებდნენ, რომ ავანგარდის სასაფლაოზე გზა 2019 წელს დაიგებოდა. იგივე  პირობას აძლევდა მერიის შპს  მოსახლეობას 2017-ში, თუმცა, სასაფლაოზე წლიდან წლამდე არაფერი იცვლება. აღდგომის დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე გზები მხოლოდ იწმინდება და ზედაპირი სწორდება.


ანალოგიური მდგომარეობაა ძელქვიანის სასაფლაოზეც, სადაც მოსახლეობა, ასევე, წლიდან წლამდე ამაოდ ელოდება გზის დაგებას.  „ქართული ტრადიციები“ ბეტონის საფარის მოწყობას ჯერჯერობით არც ამ სასაფალაოზე გეგმავს.


უცვლელი ვითარება ქუთაისის სასაფლაოების გზებზე, ნახეთ აქ:

 

Print