ახალი ამბები
ვანში დედა-შვილის სავარაუდო ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
FaceBook

ვანში, დედა-შვილის სავარაუდო ცემის ფაქტზე, რომლის შესახებაც თავად, სავარაუდოდ, ძალადობის მსხვერპლმა ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.


 

უწყების ინფრომაციით, მომხდარზე სისიხლის სამართლის საქმე 126-ე პრიმა მუხლით აღიძრა, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.


სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული წერილის  მიხედვით, 22 წლის გოგონა, რომელიც მეუღლეს სამი წლის წინ დაშორდა, მცირეწლოვან შვილთან ერთად ძალადობის მსხვერპლი გახდა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მამამ შვილი თავისთან წაიყვანა. გოგონამ  კი  ბავშვს   ყოფილი მეუღლის ოჯახში მალევე მიაკითხა, რადგან ბავშვის მამასთან  სატელეფონო საუბრის დროს   კამათი მოუვიდა. გოგონას თქმით,  ბავშვი ნაცემი დახვდა, რაც გააპროტეტსა.  ამის შემდეგ კი მას   ყოფილმა მეუღლემ  და მამამთილმა, ასევე, ოჯახში მცხოვრებმა ერთმა ქალბატონმა, სცემეს.


22 წლის გოგონამ ფეისბუქზე მისი და ბავშვის ფოტოებიც გამოაქვეყნა, რომლებზეც მისი თქმით, ძალადობის კვალი ჩანს.


გოგონა საზოგადოებას დახმარებას სთხოვს და ამბობს, რომ სამართალდამცველების იმედი არ აქვს, რადგან ყოფილი მეუღლე მასზე და მისი ოჯახის წევრებზე ადრეც ძალადობდა, თუმცა, მისი მეგობრის მამა პოლიციელია და პასუხისმგებლობას აარიდებენ.

Print