ახალი ამბები
მიტოვებული "ქუთაისი არენა" (ფოტო)
FaceBook
ABBA mania- ს კონცერტი, რომლის ჩატარების პირობაც ქუთაისელებს კულტურის პალატის თავმჯდომარემ, დავით ოქიტაშვილმა მისცა, თბილისში შედგება.
ოქიტაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ "ქუთაისი არენაზე " , სადაც კონცერტი უნდა ჩატარებულიყო, ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია, რის გამოც,  ABBA mania 2 მაისის ნაცვლად 31 მაისს,  თბილისში იმღერებს.

მისი თქმით, ქუთაისი ასეთი დონის ჯგუფის მისაღებად მზად არ არის.

"საქართველოს კულტურის პალატას" ავანგარდის დასახლებაში, ყოფილი ქარხნის შენობა ერთი თვის წინ უსასყიდლოდ გადაეცა. დავით ოქიტაშვილი მაშინ ამბობდა, რომ პალატა კონცერტების ორგანიზებისა და შესაბამისად, ქუთაისში ახალი კულტურული სივრცის შესაქმნელად დიდი თანხის დახარჯვას აპირებდა.

კონცერტის ჩაშლის შემდეგ კულტურის პალატის თავმჯდომარე  განმარტავს, რომ "ქუთაისი არენაზე" ინფრასტრუქტურა ქუთაისის მერიას უნდა მოეწყო.
ვის უნდა მოეწესრიგებინა შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია და ვინ აგებს პასუხს ჩაშლილ კონცერტზე,  ქუთაისის მერიას ამ კითხვაზე პასუხი ამ დრომდე არ გაუცია.

ავანგარდის ყოფილი ქარხნის შენობა ერთი თვის შემდეგაც ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც კულტურის პალატისთვის გადაცემის მომენტში. ამორტიზირებულია მისასვლელი გზა, სამშენებლო ნარჩენები კი, ამ დრომდე შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ყრია.

"ქუთაისი არენა" , სადაც 2 მაისს, გვირილობის დღესასწაულზე კონცერტი უნდა ჩატარებულიყო, ასე გამოიყურება:










Print