ახალი ამბები
რა ღონისძიებებია დაგეგმილი ორმაისობის დღესასწაულზე - პროგრამა
FaceBook

ქუთაისში ორმაისობის დღესასწაულზე 20-ზე  მეტი ღონისძიებაა დაგეგმილი.

გთავაზობთ ორმაისობის პროგრამას. 

10:00

 

ბაგრატის ტაძრის ეზო

ქუთაისის დალოცვა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტ მეუფე კალისტრატეს მიერ

10:00

სასტუმრო ,,ბაგრატი 1003’’

დიპლომატიური კორპუსის მიღება

 

10:30

სამი ოთარის ძეგლის პატივგება

11:00

ყვავილების გამოფენა-გაყიდვა

ადგილობრივი მეწარმეების  გამოფენა-გაყიდვა

ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა

ჭადრაკი

 

12:00

ცენტრალური ბაღი. კოლონების მიმდებარე ტერიტორია

ქალაქის დღესასწაულის ოფიციალური გახსნა. სპეციალური სტუმარი - მწერალი გურამ დოჩანაშვილი

მომავლის თეატრის ,,ცისფერყანწელები’’ პერფომანსი ,,ისწავლე თავისუფლება’’

 

12:00

ოპერის თეატრის მიმდებარე ტერიტორია.კოლონების მიმდებარე ტერიტორია

ააიპ ქ.ქუთაისის „კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება

  • ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმის გამოფენა
  • გ.მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა
  • სამუსიკო სკოლებისა და ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის  მოსწავლეთა გუნდების კონცერტი
  • საქართველოს მქარგავთა და ხელოვან შემოქმედთა ასოციაციის გამოფენა

მიძღვნილი  ,,გვირილობის’’ დღესასწაულისადმი (,,თიბისი ბანკის’’ საგამოფენო სივრცე)

12:30

მონპლეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორია

ქუთაისური სალონური ცხოვრების ამსახველი კუთხე - ქალაქური ფოლკლორის შემსრულებელი მუსიკოსების მონაწილეობით: ნუკრი კაპანაძე, ნეკა სებისკვერაძე, დები აბულაძეები, ,,ჩვენი კვარტეტი’’.

 

 

12:30

მესამე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია

ფემინისტების პავილიონი. ქართველი ცნობილი მწერალი ქალების ფემინისტური პერფომანსი

 

12:00-დან

ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ეზო

გამოფენა ,,საქართველო იწყება აქ’’

13:00-დან

პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია

ლიტერატურული პავილიონი -სახელოსნო 5 ცნობილი ქართველი მწერლის მონაწილეობით

 

13:00 -დან

ვერიკო ანჯაფარიძის სკვერი

სახვითი ხელოვნების პავილიონი

მე-19 საუკუნის 3  ქუთაისელი მხატვრის ნამუშევრების რეპროდუქციების გამოფენა

იაკობ ნიკოლაძის ქანდაკების 3 განზომილებიანი ჰოლოგრამის წარმოდგენა

 

13:30

ქ. ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობა

ქუთაისის ,,საპატიო მოქალაქისა’’ და ,,ღვაწლმოსილი ქუთაისელის’’ წოდებაზე წარდგენილ პირთა დაჯლდოების საზეიმო ცერემონია

 

13:30

წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორია

გამოფენა - ცოცხალი სურათები ქართულ-ფრანგულ მოტივებზე მსახიობების მონაწილეობით.

 

14:00

ჯომარდობა მდინარე რიონზე

14:00-დან

ქუთაისობის აღნიშვნა მუხნარის ტყეში“ - იმერეთის რეგიონში შემავალი რაიონების წარმომადგენლებთან ერთად

  • ეთნოგრაფიულ კუთხეებში ადგილობრივი ოსტატების მიერ დამზადებული ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოდგენა,  ღვინის დეგუსტაცია. კონცერტი მუნიციპალიტეტების ხალხური ანსამბლების მონაწილეობით.
  • ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მიერ ორგანიზებული სპორტული ღონისძიებები: ძალისმიერი სამჭიდი, მკლავჭიდი, კარატე, ტაეკვანდო, უშუ,შავფაროსნები, ფარიკაობა, ტანვარჯიში, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი.

ქვარიანის სახელობის  ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

 

13:00

ნ. ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი

გამოფენა ,,არ დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა’’

13:00- დღის ბოლომდე

საბავშვო ატრაქციონების სივრცე ოპერის თეატრის ტერიტორიის მიმდებარედ

 

14:00

„ლჯ და კო- ტუბერკულიოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრი რეაბილიტირებული ტუბერკულიოზის დეპარტამენტის  გახსნა

 

20:00

დ.კაკაბაძის გალერეის მიმდებარე ტერიტორია

დ.კაკაბაძის ნამუშევრების ანიმაციური ვიდეო-რგოლის ჩვენება

 

20:00

ცენტრალური მოედანი

მუსიკალური პროექტი  ,,მთელი საქართველო ქუთაისში ,,ალტერ ორკესტრის’’  და სოლისტების მონაწილეობით; დირიჟორი - მირიან ხუხუნაიშვილი. მუსიკალური ვერსიების ავტორი - მიხეილ მდინარაძე.

მონაწილეობენ: გიორგი მეფისაშვილი; გიორგი სუხიტაშვილი; მიხეილ ჯავახიშვილი;მაია ბარათაშვილი; სალომე ბაკურაძე; სალომე კორკოტაშვილი;სოფო გელოვანი;ეკა დოლიძე; თემო საჯაია; ნოდიკო ტატიშვილი.

DJ  Zapa

 

3 მაისი, 13:00

მ.ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი

გურამ დოჩანაშვილის საიუბილეო ღონისძიება


ორმაისობის დღესასწაულისთვის წელს 80 000 ლარი დაიხარჯება.

Print
თეგები: #ორმაისობა