ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ რგფ-დან დამატებითი თანხა მიიღო
FaceBook
რეგიონალური განვითარების ფონდიდან ქუთაისის მერიამ 3 422 000 ლარი მიიღო. თანხა ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. დაგეგმილია რამდენიმე ქუჩაზე ჩიხებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა. მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის, დავით ნიშნიანიძის თქმით, მიმდინარე წელს რგფ-დან ქუთაისმა 9 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. მერია ფონდში დამატებით 2 500 000 ლარის პროექტების წარდგენას გეგმავს.
Print