ახალი ამბები
ზესტაფონში მერობის კანდიდატის მხარდამჭერის მანქანა დაიწვა (ვიდეო)
FaceBook
ზესტაფონში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ვახტანგ რობაქიძის მხარდამჭერის გიორგი ქამუშაძის ავტომანქანა დაიწვა.
დამწვარია ავტომობილის წინა ნაწილი. მეპატრონის თქმით, ავტომობილი ძველი და  გაუმართავი იყო. 

"მანქანა ჩავაქრე და ავედი ბინაში. ვერავის ვერ დავადებ ხელს, გამოძიება დაადგენს, ექსპერტიზაზეა წაღებული შესამოწმებლად. მანქანა ძველი და გაუმართავი იყო", - ამბობს გიორგი ქამუშაძე. 

მერობის კანდიდატი ვახტანგ რობაქიძე კი ამბობს, რომ ავტომანქანის მფლობელი მეორე დღეს თბილისში საარჩევნო ბანერების ჩამოსატანად უნდა წასულიყო და შესაძლოა, ეს  ფაქტიც პოლიტიკურიც იყოს.

"ჩამქრალ მანქანას ცეცხლი ისე არ ეკიდება. ზუსტად ჯერ ვერ გეტყვით რა მოხდა, ვერავის დავადანაშაულებ, მაგრამ ზეწოლები და დაშინებები ხშირია", - ამბობს ვახტანგ რობაქიძე.



შემთხვევა მიმდინარე წლის 23 აპრილს, გვიან ღამით მოხდა. ცეცხლი სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა ჩააქვრეს. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. 

Print