ახალი ამბები
წითელას 3000 - ზე მეტი შემთხვევა - საქართველოში მშობლებს აცრის ჩატარებისკენ მოუწოდებენ
FaceBook
იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში, რომელიც 24-30 აპრილის ჩათვლით გაგრეძელდება საქართველოს მოსახლეობას აცრის ჩატარებისკენ მოუწოდებენ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წითელა  ჯერ კიდევ რჩება ადრეული ასაკის ბავშვთა გარდაცვალების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად,
ამიტომ პრევენციის დაავადების თავიდან აცილების ერთადერთი გზა მხოლოდ იმუნიზაციაა. 

"მსოფლიოში ყოველწლიურად 3 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება  ვაქცინებით მართვადი ინფექციებისაგან, აქედან 1,5 მილიონი 5 წლამდე ასაკის ბავშვია," - ამბობენ ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში. 

მათივე ცნობით, ვაქცინაცია უფასოა. 

საქართველოში 2018 წელს დაფიქსირდა წითელას 2200-მდე შემთხვევა. შემთხვევების 10% მოდის 1 წლამდე ასაკის ბავშვებზე, ხოლო 62%  - 14 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაზე.

წითელას შემთხვევების რაოდენობამ იმატა 2019 წელს, რადგან საქართველოში  დღემდე დარეგისტრირებულია  3000-ზე მეტი შემთხვევა. 

შემთხვევების 12%   მოდის 1 წლამდე ასაკის ბავშვებზე, ხოლო 63% - 14 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაზე. 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2019 წლის პირველ სამ თვეში, 170 ქვეყანაში დაფიქსირდა წითელას 112 163 შემთხვევა,

მაშინ როდესაც 2018 წლის იგივე პერიოდში დარეგისტრირებული იყო 28 124 შემთხვევა 163 ქვეყანაში, რაც ნიშნავს რომ  მსოფლიოში დაახლოებით  300%-ით გაიზარდა წითელას შემთხვევები.
Print