ახალი ამბები
სკოლის მოსწავლეები სოციალურად დაუცველ ოჯახს დაეხმარნენ
FaceBook
ქუთაისელი სკოლის მოსწავლეები სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარნენ.
საუბარია წმინდა ნინოს სახელობის მე-3 სკოლის 1_ა კლასის მოსწავლეებისა და დამრიგებლის ინიციატივაზე, რომლის მიზანიც, როგორც ტავად ამბობენ, სიკეთის გავრცელებაა.

ინიციატივის ფარგლებში მცირეწლოვნები დამრიგებელთან ერთად სოფელ საყულიაში მცხოვრებ ექვსშვილიან ოჯახს ესტუმრნენ და სსათამაშოები, საკვები პროდუქტები და ტანსაცმელი მიუტანეს. 

,,ჩვენც და ოჯახმაც გაიხარა. ძალიან  ბედნიერები დავბრუნდით . გვიმრავლოს ღმერთმა ასეთი დღეები, ვაკეთოთ სიკეთე და გავუთბოთ გული ერთმანეთს," - ამბობს მე-3 სკოლის 1_ა კლასის დამრიგებელი ნინო პატარიძე.



Print