ახალი ამბები
ქუთაისში წყალმომარაგება მოსახლეობის ნაწილს ერთი დღით შეეზღუდება
FaceBook
ქუთაისში წყალმომარაგება მოსახლეობის ნაწილს ერთი დღით შეეზღუდება.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, წყალი ადგილობრივებს 21 აპრილს 16:00 საათიდან 23 აპრილის 07:00 საათამდე არ მიეწოდება.

"ბუკიას ქუჩაზე ცენტრალური მაგისტრალია დაზიანებული, რის გამოც მოსახლეობას წყლის მიწოდება შეეზღუდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია და წყალი 22 აპრილიდან ეტაპობრივად აღდგება, ხოლო 23 აპრილიდან მთლიანად აღდგება", - განმარტავენ წყალმომარაგების კომპანიაში.

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების შემდეგ ქუთაისში წყლის მიწდოდება 23 აპრილს 08:00 საათიდან განახლდება.



Print