ახალი ამბები
ქუთაისში სახლის დაწვის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
FaceBook

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში საცხოვრებელ სახლში ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.


სახლის მეპატრონე, რომლის თქმით,  ცეცხლი, მის ეზოში ბენზინით სავსე ბოთლების შეგდების შედეგად გაჩნდა, პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. მას სამართალდამცველები კითხავენ. შეესაბამება თუ არა სიმართლეს მისი ნათქვამი, ამას გამოძიება დაადგენს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 187-ე მუხლით აღიძრა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

ქუთაისში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაისურაძის ქუჩაზე ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. ერთსართულიანი სახლი ბოლომდე დაიწვა. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

მეზობლების თქმით, სახლის მფლობელი ამბობს, რომ უცნობმა პირმა ეზოში ბენზინით სავსე სამი ბოთლი შეაგდო, რის შემდეგად საწვავი აალდა და ცეცხლი სახლს მოედო.

საგანგებო სიტუაციების მართვის საგენტოს ინფორმაციით, დამწვარია 100 კვ.მეტრი ფართი.


ამავე თემაზე:

ხანძარი ქუთაისში - დამწვარია საცხოვრებელი სახლი

 

Print